რეზონანსი
03.12.2020

13-მა ქვეყანამ ნატოს მოუწოდა, ღია კარის პოლიტიკა შეინარჩუნოს და საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.

მან ნატოს მოკავშირეებს წარუდგინა 13 ქვეყნის წერილი, სადაც ნატოს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს ფოკუსი ღია კარის პოლიტიკაზე. ეს წერილი ლიეტუვის ინიციატივით მომზადდა.

ლინკევიჩუსის თქმით, ნატომ უნდა განაგრძოს საქართველოს და უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერა".

ლიეტუვის საგარეო უწყების მიერ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ ამ შეხვედრაზე ლინას ლინკევიჩუსმა ლიეტუვის გარდა, ჩეხეთის, ლატვიისა და სლოვაკეთის სახელით ისაუბრა. მან მოკავშირეთა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონში ნატოს პარტნიორებთან - საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე.

„ჩვენ მტკიცედ ვართ მოწადინებული, დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე. ასევე გვაქვს სურვილი, წავახალისოთ გამოსავლის გზების ძიება, რომლითაც პარტნიორების გაძლიერებას შევძლებთ", - განაცხადა ლინკევიჩუსმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×