რეზონანსი
03.12.2020

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ცხელი ხაზი - 111 შშმ ბავშვებს მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცხელი ხაზი ბავშვებს, მათ შორის შშმ ბავშვებსა და მათ მშობლებს კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას.

111-ის ოპერატორები, ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებს ჩართავენ.

კოვიდ-19-თან დაკავშირებულ შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური ონლაინ კლინიკა განიხილავს.

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი - 111 გაზაფხულიდან მოქმედებს და უფასოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×