რეზონანსი
03.12.2020

3 დეკემბრიდან საქართველოში ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარებისთვის მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო. კიდევ უფრო მასშტაბური პროგრამა კი მომავალი წლიდან ამუშავდება, რომელიც იმ მოქალაქეებზე იქნება გათვლილი, ვინც ახალი შეზრუდვების გამო სამსახური დაკარგა. 

როგორც "რეზონანსს" ფინანასთა სამინისტროში განუცხადეს, მთავრობის დახმარების კონკრეტული პაკეტი, სავარაუდოდ, იანვრიდან ამოქმედდება და ის ისევ 1200-ლარიანი იქნება, რომელიც 6 თვეზე გაიწერება (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი). ისინი, ვინც სამსახური დაკარგა, ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ. 

ამ ეტაპზე, ჯერჯერობით უცნობია, რა მონაცემების შევსება იქნება საჭირო, რომ სამსახურის გარეშე დარჩენილმა მოსახლეობამ აღნიშნული 200-ლარიანი კომპანსაცია მთავრობისგან მიიღოს, თუმცა დიდი ალბათობით, იგივე სახის ცნობარის შევსება გახდება საჭირო, როგორც ეს პირველ ჯერზე მოხდა. 

1. სახელი და გვარი

2. მობილურის ტელეფონის ნომერი

3. პირადი ნომერი

4. მისამართი

5. საბანკო ანგარიშის ნომერი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×