რეზონანსი
04.12.2020

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მამა მიმართვას ავრცელებს:

"დღეს მიწას მივაბარეთ თეკლა, მაგრამ ისეთი შეგრძნება გვაქვს მე და ირმას, რომ ჩვენ ვართ თავად მიწას მიბარებული. რა ტკივილიც გამოიარეს ჩემმა მშობლებმა, ბაბუაჩემმა და ჩემმა დიდედამ, იგივე გვერგო ჩვენც, თითქოს გენეტიკური წყევლა ყოფილიყოს.

მართალია, თეკლას დაკარგვა აუწონავი სიმძიმეა, მაგრამ ამ უბედურების დროს თითოეული თქვენგანის გვერდში დგომა ჩვენთვის დიდი ნუგეში იყო და ამისათვის ყველას (დაკონკრეტების გარეშე) დიდ მადლობას გიხდით.

ყველა იმ ოჯახს ვუსამძიმრებ, სადაც დღეს ანალოგიური ტრაგედია ხდება. ეს უბედურება უნდა გაჩერდეს!.. ჯანმრთელობასა და მშვიდობას ეზეიმოს მსოფლიოში კორონასა და სიბოროტეზე გამარჯვებით. მშობელს აღარასდროს დაეტირებინოს შვილი“, - წერს რატი თორდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მზია ინანეიშვილი   (04.12.2020)
ვიზიარებ მწუხარებას ვუსამძიმრებ გამწარებულ მშობლებს ნათელში გიმყოფოს უფალმა თქვენი შვილი მეც თქვენნაირი მძიმე ჯვარი მაქვს სატარებლად

ნანა   (04.12.2020)
ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ნათელში იყოს მისი სული მარადისობაში😭😭😭


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×