რეზონანსი
04.12.2020

საქართველოს გენერალური პროკურატურა ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს.

კერძოდ, საგამოძიებო უწყება ასაჯაროებს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სახით ბრალდებულების აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კობალაძის მიმოწერას, რომლებიც, უწყების განცხადებით, ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად თეოდორე გობეჯიშვილს ემუქრებოდნენ.

"ასევე, ვასაჯაროებთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სახით ბრალდებულების მიმოწერას, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად,თ.გ.-ს ემუქრებოდნენ მათ შორის იმით ,რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თ.გ.-ს დააპატიმრებდნენ. ბრალდებული ა.კ. ბრალდებულ ა.ხ.-ს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: „ხატიამ ცესკოს დასაჭერ გამყალბებელთა სიაში შეგიყვანაო, ეს მივწერე". ა.კ. გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: „რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა", ასევე - „არ დაგეკარგება, შენს სახელზე შეინახება", რაშიც ბრალდებული თ.გ.-ს თვის ქრთამის სახით შეთავაზებულ 50.000 აშშ დოლარს გულისხმობს", - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ნინო ალადაშვილი   (04.12.2020)
ღმერთო, საწყალი ბიჭი

ეკა   (04.12.2020)
ხატია დეკანოიძე???? ის იყრიდა კენჭს იქ. ამას თავად იგონებენ ალბათ, ხატია ახალგაზრდა ქალია და ამას არ იკადრებდა. საწყალი ბიჭი, როგორ მეცოდება, გული გაუხეთქეს.

კახელი   (04.12.2020)
ვინ არის ის ხატია ისიც ვირის აბანოში


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×