რეზონანსი
18.01.2021

არ მიმაჩნია სწორად ინდივიდუალური შეხვედრები, მითუმეტეს, გაცხადებულია თუ რა არის მათი წინადადება. ვფიქრობ, თუ ამ წინადადების ირგვლივ მოხდება განხილვა არსებულ ფორმატებში უნდა მოხდეს, - ასე ეხმაურება „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, პარტია „გირჩის" ინიციატივას, ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიადურ შეხვედრასთან და მათთან ერთად „გირჩის" ინიციატივის განხილვაზე.

ანა ნაცვლიშვილის აზრით, ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენა და საუბრის საჯარო სივრცეში დაწყება „ქართული ოცნებიდან" ოპოზიციისკენ მთავარი აქცენტის გადმოტანას ემსახურება.

,,ჩვენ არაფერს არ ვგეგმავთ, გააჟღერა „გირჩმა" სურვილი, რომ შეხვედრები ჰქონდეს. თუ ვინმეს აქვს შეხვედრის და საუბრის სურვილი, ჩვენ კარს არავის არ მივუხურავთ და მიუხედავად იმისა, რომელიმე იდეას წინასწარ ვიწონებთ თუ არა, საუბრის პრობლემა არ არის. მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს განხილვა მოხდეს იმ ფორმატში, რომელიც შეთანხმებულია და შეიქმნა გასულ წელს - საერთო ოპოზიციური საუბრის ფორმატი. არ მგონია, რომ ცალ-ცალკე უნდა მოხდეს რაიმე წინადადების განხილვა, ამიტომ, თუ აქვთ საუბრის სურვილი ოპოზიციური ფორმატი ღიაა. არ მიმაჩნია სწორად ინდივიდუალური შეხვედრები, მითუმეტეს, გაცხადებულია რა არის მათი წინადადება. ვფიქრობ, თუ ამ წინადადების ირგვლივ მოხდება განხილვა არსებულ ფორმატებში უნდა მოხდეს. ამ ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენა და საუბრის საჯარო სივრცეში დაწყება, მგონია, რომ ემსახურება მთავარი აქცენტის გადმოტანას „ქართული ოცნებიდან" ოპოზიციისკენ. პოლიტიკური კრიზისი შექმნა „ქართულმა ოცნებამ", მან უნდა მოიტანოს მეხუთე რაუნდზე წინადადება. ამ სიტუაციაში აქცენტის „ქართული ოცნებიდან" ოპოზიციაზე გადმოტანა არ მიმაჩნია, რომ რაიმე პოზიტიურ ეფექტს იქონიებს", - აღნისნა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს. მისი განცხადებით, "გირჩის" შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ გამოიყენოს ტესტად - როგორც პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად, იმისათვის, რათა განსაზღვრონ, როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )