რეზონანსი
18.01.2021

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთმა გავლენა არ უნდა იქონიოს ამა თუ იმ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე, რადგან საუბარია სუვერენულ სახელმწიფოებზე.

მანვე კომენტარი გააკეთა ალიანსის ურთიერთობაზე საქართველოსთან და უკრაინასთან.

„საქართველოს სურს ნატოში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის. შევა თუ არა საქართველო ნატოში - ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს და ალიანსს ეხება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო მხარს უჭერს ამ ქვეყნებს და ატარებს იქ ერთობლივ სწავლებებს.

„ნატოში გაწევრიანების საკითხი ეხება უშუალოდ კანდიდატ ქვეყანას და ნატოს, რუსეთს უფლება არ აქვს ჩაერიოს პროცესში, ან დაბლოკოს ის“, - განაცხადა გენმდივანმა პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ვირტუალურ კონფერენციაზე.

მანვე უარყო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ნატო აგრესიულად მოიქცა, როდესაც დათანხმდა იმ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას, რომლებიც მანამდე ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედიოდნენ. მისი თქმით, საუბარი არ არის აღმოსავლეთში ნატოს ექსპანსიაზე, რადგან, მისივე თქმით, ამ ქვეყნებმა დემოკრატიული პროცედურებით, თავადვე გადაწყვიტეს, რომ სურთ ნატო-ში გაწევრიანება.

„ჩვენ არავის ვავალდებულებთ ნატოში გაწევრიანებას, შვედეთს, ფინეთს, მაგალითად, ჩვენ მეზობლებს არ სურთ ნატო-ში გაწევრიანება და ჩვენ ამას პატივს ვცემთ“ , - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ბალტიის ქვეყნებმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა და სხვა სახელმწიფოებმა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს, რომ სურთ ნატო- ში გაწევრიანება და გახდნენ ალიანსის წევრები, რაც სტანდარტის შესაბამისობით დაადასტურეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
2021   (19.01.2021)
რუსეთი თუ ვერ შეუშლის ხელს, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, მაშინ ვინ ოხერი უშლის ხელს და როდემდე უნდა ველოდოთ საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან მოვლენას...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )