რეზონანსი
19.01.2021

„ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიას ტოვებს.

როგორც კახიძე „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტავს, პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ საადვოკატო საქმიანობას დაუბრუნდა და მიმდინარე მოვლენებზე კომენტარებს „ნაკლებად აკეთებს", თუმცა პარტიაშიც რჩება.

„შეიძლება ვიღაცამ ასეთი დასკვნა გამოიტანა იმის გამო, რომ მე ნაკლებად ვჩანვარ ტელეეკრანებზე, იურიდიული ფირმა დავაფუძნე ჩემს პარტნიორთან ერთად და ამ ფირმის საქმიანობით ვარ დაკავებული. ალბათ, იმიტომ, რომ ნაკლებად ვაკეთებ კომენტარებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე შესაძლოა, ვიღაცამ ასეთი დასკვნა გამოიტანა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება,. მე ვრჩები „ევროპული საქართველოს" წევრად. პარლამენტის წევრი აღარ ვარ, შესაბამისად დავუბრუნდი ჩემს საადვოკატო საქმიანობას იურიდიული ფირმის მეშვეობით", - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )