რეზონანსი
19.01.2021

დღეს კაცობრიობა დგას ისტორიაში ერთ-ერთი მართლაც რომ არნახული განსაცდელის წინაშე, რომელიც მსოფლიოს ერთბაშად მოედო - სწორედ დღევანდელი დღე, ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რომელიც შეიტანას გარდატეხას პანდემიის დამარცხებაში, ჩვენი ერის, ჩვენი ხალხისა და მსოფლიოს ამ სნეულებისგან გათავისუფლებაში, - ამის თაობაზე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სამებაში, ღვითისმსახურებაზე ბრძანა. მან მრევლს მიმართა, რომ იყვნენ მხნედ და გაძლიერდნენ ღვთისადმი რწმენით.

"ის ყოველთვის მოგვანიჭებს გამარჯვებას. მთავარია, არ შეირყას ჩვენი სარწუნოება, ჩვენი სასოება და სიყვარული. სწორედ ამისთვის არის განსაცდელი. ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანს ფიზიკური თუ სულიერი ტკივილით რწენა შეურყიოს. თუ რწმენა შეირყა, მაშინ ადამიანის დამარცხება ადვილია. მაგრამ თუ რწენა არ შეირყევა, იმედი არ დაგვეკარგება და ღვთისა და მოყვასის სიყვარული ძლიერი გვექნება, ვერავითარი ბოროტება ვერ დაგვამარცხებს", - განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )