რეზონანსი
19.01.2021

სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება. როგორც უწყებაში ამბობენ, გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის ნაწილია.

გადაწყვეტილების შესახებ ეროვნულ ბანკს ოფიციალურად ჯერ არაფერი უთქვამს და მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია ამის შესახებ მომდევნო კვირებში გავრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად ჯერ არაფერი თქმულა, ზოგიერთი ჩარიცხვის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია უკვე აუცილებელია.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ახალი რეგულაცია შეეხება ნებისმიერი სერვისით სარგებლობას სატელეფონო ანგარიშის შევსებიდან დაწყებული სხვადასხვა ტოტალიზატორებსა თუ აზარტული თამაშების კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვასაც. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ჩასარიცხი თანხის მოცულობას და იდენტიფიკაცია აუცილებელი იქნება, თუნდაც 1-ლარიანი ტრანზაქციის განსახორციელებლადაც.

მოსალოდნელია, რომ მომხმარებელს სწრაფი აპარატით სარგებლობისთვის რამდენიმეეტაპიანი იდენტიფიკაცია დასჭირდება, მათ შორის, პირველ რიგში, პირადი და სატელეფონო ნომრით და დასკვნით ეტაპზე უკვე სატელეფონო ნომერზე გამოგზავნილი უნიკალური კოდის ვერიფიცირებით.

თუ როდის დაინერგება სერვისი ოფიციალურად, ამის შესახებ ცნობილი ჯერჯერობით არ არის.

წყარო: ტაბულა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (19.01.2021)
წყლის და ნაგვის ფულის გადახდა ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმთან კავშირშია ავადმყოფებო?რანაირად აკავშირებთ ერთი კარგად აგვიხსენით.ხალხი ოფშორებში ინახავს და ათეთრებს ფულს და ესენი სად ეძებენ ეშმაკებს.გასაყრელები ხართ დროულად.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )