რეზონანსი
19.01.2021

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ გია გაჩეჩილაძის ქცევა კლასიკური ღალატია.

ნიკა მელია სოციალური ქსელით გია გაჩეჩილაძის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც დასძინა, რომ – “ეს იგივეა, მე რომ ახლა ბიძინას შევხვდე ჩუმად და 13 წლის შემდეგ გიამბოთ…”

“2008 წელს რა და როგორ იყო, ამის გარკვევას ახლა არ ვაპირებ, მაგრამ ერთი რამ კი უნდა ითქვას – 2008 წლის 23 იანვარს, გრანდიოზული აქცია გაიმართა იპოდრომზე, იმ ყინვასა და თოვლში. მეც გახლდით იმ აქციის ერთ-ერთი რიგითი მონაწილე.

მაშინ როგორ დასრულდა ის აქცია, ყველას გახსოვთ, ახლა კი ირკვევა, ირკვევა რა – თავად ყვება ყელმოღერებული, თუ როგორ შეხვდა ჩუმად, წინა დღეს იმდროინდელ ხელისუფლებას.

სიხშირეს ამბობს, მაგრამ კაცმა არ იცის, რეალურად კიდევ რა „კანფეტები“ მიიღო ჯილდოდ. ამას ალბათ, კიდევ ერთი 13 წლის შემდეგ გაგვიმხელს…

ეს არის კლასიკური ღალატი.

ეს იგივეა, მე რომ ახლა ბიძინას შევხვდე ჩუმად და 13 წლის შემდეგ გიამბოთ…

აი, ეს კაცი დასცინის დღევანდელ ოპოზციას. ალბათ იმაზე დაგვცინის, მასავით სარფიანად ხელისუფლებასთან რომ ვერავინ ვაჭრობს დღევანდელი ოპოზიციიდან“, – წერს ნიკა მელია ფეისბუქის პირად გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო   (20.01.2021)
გრეჩიხებო, თქვენს დედას შესცა ვირმა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )