რეზონანსი
25.01.2021

„ქართული ოცნების" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საჯარო პირის მხრიდან რეგულაციების დარღვევა არის საზოგადოებისთვის ბიძგი, რომ მათაც დაარღვიონ წესები.

როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები აქციებზეც მკაცრად იქნება დაცული.

„გამოხატვის თავისუფლება საქართველოში უზრუნველყოფილია და ეს არაერთ საერთაშორისო ინსტიტუციას აქვს დაფიქსირებული, რაც შეეხება აქციებს, ბუნებრივია, აქაც რეგულაციები მკაცრად იქნება დაცული. მაგრამ მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს პრინციპი, რომ ერთი ადამიანის უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება მეორე ადამიანის უფლება. ნებისმიერი მოქალაქე დაცულია იმ უფლებით, რაც მას აქვს. ჩვენ ვერ გავარჩევთ ვერცერთ მოქალაქეს მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ ნებისმიერი შეხედულებისა. აქედან გამომდინარე, ვინც დაარღვევს კანონს, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ის აგებს პასუხს. ეს ეხება ასევე საკარანტინო რეგულაციებს. იმიტომ, რომ საჯარო პირი ხარ და შენ მიმართ მაღალი ინტერესია, ეს არ გაძლევს ინდულგენციას, დაარღვიო პირობები, მით უფრო, ასეთი საფრთხისშემცველი პირობები, თან სახალხოდ. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას უბიძგებ იმ წესების და რეგულაციების დარღვევისკენ, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ მსოფლიო ჯანდაცვის სისტემა უზრუნველყოფს",- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )