რეზონანსი
27.01.2021

„ქართული ოცნება" მოლაპარაკებებიდან არც წასულა, ეს პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ნაწილი შემოვა პარლამენტში. მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული - კონსულტაცია, მოლაპარაკება იმისთვის, რომ დეპუტატები შემოვიდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„ამაზე ცალსახა პოზიცია ამ წუთის მდგომარეობითაც არ არის. განსხვავებული პოზიციებია და დღევანდელი შეხვედრები და კონსულტაციები სწორედ ამას მიეძღვნება. სულისკვეთება ერთი და იგივე აქვს ყველას, რომ მაქსიმალური შანსი მიეცეს ყველას და კარი არ დაიხუროს. 2 თებერვლამდე კიდევ დროა და შესაძლებელია, ბევრი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ალბათ, იქნება აზრთა სხვაობა და კონსულტაციები იმისთვის, რომ შევჯერდეთ ერთ პოზიციაზე. განწყობა ყველას ერთი აქვს, თუმცა, ეს განწყობა სხვადასხვა მზაობაში გამოიხატება. ეს საკითხი გასაანალიზებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ისე, როგორც შემოგითვალეს ოპოზიციიდან. საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ ჩემი აზრით, იქნება თავისფალი კენჭისყრა", - განაცხადა სერგეენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )