რეზონანსი
26.02.2021

ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ. „მსვლელობა თავისუფლებისთვის" - ასე ჰქვია საპროტესტო მარშს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, სხვადასხვა ადგილიდან დაიძრა.

კერძოდ, „ლელო საქართველოსთვის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდენარე ტერიტორიიდან გამოემართნენ, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები - ფილარმონიიდან, „ევროპული საქართველოს" ლიდერები და მათი მხარდამჭერები კი „რუსთაველის" მეტროსთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ სწორედ აღნიშნული ადგილიდან დაიძრნენ.

ამ დროისთვის ცალკეული პარტიების წარმომადგენლები თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული მსვლელობით მოემართებიან.

მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც 15:00 საათზე პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )