რეზონანსი
04.03.2021

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდასაჭერად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან.

„თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს" - ამ სლოგანით მიმდინარეობს მელიას მხარდამჭერი აქცია რუსთავში.

„თავისუფლება ნიკა მელიას - ეს არის ჩვენი მთავარი სლოგანი, რითაც აქ რუსთავის ციხესთან. იმიტომ რომ ნიკა მელია არის უკანონო პატიმარი, მან დროულად უნდა დატოვოს საპყრობილე. მელიას გათავისუფლება ეს იქნება ჩვენთვის პირველი სიგნალი იმისა, რომ ხელისუფლება მზად არის მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას.წარმოუდგენელია მოლაპარაკება ვაწარმოოთ ჩვენ და ნიკა მელია იყოს ციხეში", - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )