რეზონანსი
07.03.2021

„ოპოზიციამ ბუნებრივია იცოდა, რომ გუშინ ქვეყნდებოდა ეუთო/ოდირის საბოლოო და ძალიან პოზიტიური დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ Facebooko-ზე დაწერა.

„იციან, რომ მათი მხრიდანაც გადმოსადგმელია ერთი კომპრომისული ნაბიჯი მაინც. მათი ნაწილი განიხილავს კიდეც ასეთი წინადადების უახლოეს დღეებში დაყენებას. და რას აკეთებს ,,ის’’, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა - შავი არქივიდან იღებს ძველ ფარულ ჩანაწერებს, ჩეხავს, ამონტაჟებს, ცვლის კონტექსტს, შინაარსს და ამ გაყალბებული რეალობით ხელახლა ცდილობს ხალხის გაბრაზებას, - რადგან წინა რამდენიმე მცდელობამ არ გაამართლა.

სახელი: საინფორმაციო ტერორი საბჭოთა, ,,კაგებეშნიკური" მეთოდებით საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. მიზანი: მოლაპარაკების ჩაშლა, რევანში, სახელმწიფოს ჩამოშლა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. შედეგი: მორიგი წარუმატებელი მცდელობა.

P.S.

ამის მიუხედავად (ქვეყნის, საზოგადოების ინტერესებიდან და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო პოზიციიდან გამომდინარე, რომელსაც ძალიან ვაფასებთ), არ ვაპირებთ რადიკალიზაციაში ჩაყოლას. მოლაპარაკების მაგიდასთან ველით მათ, თუნდაც ერთ კომპრომისულ წინადადებას.

ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი „კარგად გადაფუთული“ ტყუილები ვერ დაუდგება“, - წერს მამუკა მდინარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
***   (07.03.2021)
იმდენი შენი აჩკარიკი დედას სევეცი მე თქვენ ვერაფრის გამკეთებელი ვერ იყვეთ

ჭორლეონე   (07.03.2021)
"სტაბილარად ვითარდება. იმდენი შენი მკ დარი დაცოცზალი მოვტყან შე ნაბოზარო მეპირე.

ივანე   (07.03.2021)
მოსახდენი მოხდა.... მთავრობა შესაცვლელია..... ყარს ნეხვში ჩაფლობილი თბილისი....


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )