რეზონანსი
07.03.2021

ავსტრიის ხელისუფლებამ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის შემდეგ ერთი ადამიანის დაღუპვისა და რამდენიმე ადამიანის ავად გახდომის შემდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია შეჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის შემდეგ 49 წლის ქალს კუაგულაციის მძიმე დარღვევა დაუფიქსირდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ხოლო 35 წლის ქალს, ასევე, ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ ფილტვის ემბოლია განუვითარდა. ფილტვის ემბოლია არის მწვავე ფილტვის დაავადება, რომელიც გამოწვეულია თრომბის გადაადგილებით.

„ამჟამად გარდაცვალების ვაქცინაციასთან კავშირის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს“- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის ფედერალურმა ოფისმა.

შვეიცარიულმა გაზეთმა Niederoesterreichische Nachrichten-მა, ასევე, მაუწყებელმა ORF-მა და სააგენტო APA-მ განაცხადეს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილიც და დაავადებულის ექთნები იყვნენ, რომლებიც „Zwettl-ის“ კლინიკაში მუშაობდნენ.

ჯანმრთელობის დაცვის ფედერალურმა ოფისმა განაცხადა, რომ სისხლის შედედება არ არის ვაქცინის გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში.

ისინი ატარებენ გამოძიებას, რომ ვაქცინაციასთან შესაძლო კავშირი სრულად გამოირიცხოს.

„როგორც აღმკვეთი ღონისძიება, კონკრეტული ჯგუფების ვაქცინაცია აღარ მოხდება,” - დასძინა ორგანიზაციის წარმომადგენლობამ.

„ასტრაზენეკას“ კომპანიას აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ევროკავშირის მარეგულირებელმა წარმომადგენლებმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 30 იანვარს დაამტკიცეს და აღნიშნებს, რომ მისი გამოყენება ეფექტური და უსაფრთხოა.

ამ ეტაპამდე კვლევებში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები უმეტესწილად ხანმოკლე იყო და სისხლის შედედების საკითხები არ დაფიქსირებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )