რეზონანსი
23.09.2021

დღევანდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და განვითარება, - ასე გამოეხმაურა პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის" ლიდერი თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

ანა დოლიძის თქმით, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი შეპყრობილია მარადიული მმართველობის იდეით და პოლარიზაციის სურვილით.

„ამის გამო ჩვენ ვკარგავთ განვითარების ყოველ დღეს. ჩვენ ვცხოვრობთ ორპოლუსიან ქვეყანაში და ეს სპექტრი ღუპავს ქვეყნის განვითარებას. არადა ხალხს სულ სხვა პრობლემები აქვთ. დღევანდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და განვითარება. სჭირდება ახალი, სუფთა ძალა, რომელიც დაასრულებს ამ ორპოლუსიანობას და სიძულვილს. ჩვენ, პარტიას - „ხალხისთვის" აქვს იმის ძალა, შესაძლებლობა და კომპეტენცია, რომ ქვეყანა დააბრუნოს განვითარების და წინსვლის გზაზე",- აღნიშნა ანა დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×