რეზონანსი
23.10.2021

ისევე როგორს არჩევნების პირველ ტურში, საარჩევნო ადმინისტრაცია მეორე ტურშიც ყველაფერ გააკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობისთვის სათანადო პირობები და უსაფრთხოება. ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

„ამის კარგი გამოძახილი იყო ის შეფასებები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომელიც ჩვენ ამ ნაწილში პირველ ტურში დავიმსახურეთ. ეპიდემიური სიტუაციის მიუხედავად ჩვენ ვუზრუნველვყავით ყველა სანიტარულ-ჰიგიენური წესისა და პროცედურის დაცვა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი გვქონოდა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. საარჩევნო ადმინისტრაცია არაფერს იშურებს იმისთვის 30 ოქტომბერს ზუსტად ასეთივე უსაფრთხო გარემო დახვდეს ამომრჩეველს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, როგორ შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას კოვიდინფიცირებული და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები.

„პირველი ტურის მსგავსად, ასეთ პირებს მივცემთ საშუალებას მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ისინი ამ შემთხვევაში მხოლოდ მერის ნაწილში შეძლებენ არჩევანის დაფიქსირებას. მათ აქვთ სამი დღე 22, 23 და 24 ოქტომბერი იმისთვის, რომ მომართონ ცესკოს ცხელ ხაზს, დააფიქსირონ სურვილი, რომ უნდათ გადასატანი საარჩევნო ყუთის სერვისით სარგებლობა“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×