რეზონანსი
25.10.2021

საქართველოში, ამ მომენტისთვის, კორონავირუსს 48757 ადამიანი ებრძვის, მათგან 6166 პაციენტი კლინიკებშია მოთავსებული.

ექიმები ამბობენ, რომ საავადმყოფოები გადატვირთულია და იმის გამო, რომ პაციენტების უდიდესი ნაწილი არ არის აცრილი, მათი მდგომარეობა მძიმეა.

"ჩვენი კლინიკა არის აბსოლუტურად გადატვირთული, არც დიდის ადგილი გვაქვს, არც ბავშვის. ზოგადად, მდგომარეობა ჩვენთვის არის ძალიან მძიმე. პაციენტებზე, რომლებიც არიან კლინიკაში, არცერთზე არ შემიძლია ვთქვა, რომ არის საშუალო სიმძიმის - ყველა არის ჟანგბადდამოკიდებული.

დადგება ის დრო რომ საწოლებიც აღარ გვეყოფა, რაც მეტია პაციენტი მით მეტია მძიმე პაციენტების რაოდენობა," - აცხადებს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია გოლიაძე.

საქართველოში კორონავირუსის 1942 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×