რეზონანსი
25.10.2021

ბათუმში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა იჩხუბეს. არასრულწლოვანი გოგოები თანატოლს ფიზიკური ძალადობით ემუქრებდნენ, თუკი უცენზურო სიტყვებს არ გაიმეორებდა საკუთარი თავის მიმართ.

შემთხვევა ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა და მოძალადეები თავადვე იღებდნენ ვიდეოს, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელ "ტიკ-ტოკში" განათავსეს.

„დავადგინეთ, რომ მშობლებმა იცოდნენ უკვე ამ ჩანაწერის შესახებ და პარასკევს მიმართეს პოლიციას. ისინი იყვნენ პოლიციაში გამოკითხვაზე. შემთხვევა არ მომხდარა სკოლაში და სკოლის საათებში,“ – განაცხადა სკოლის დირექტორმა. 

კონფლიქტში ჩართული იყვნენ სხვა სკოლის მოსწავლეებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას  ვადით ერთიდან სამ წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×