რეზონანსი
14.01.2022

მიუღებელია, რომ ორგანიზაციები თუ პარტიები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია იყვნენ დემოკრატიული პროცესის მონაწილე, ახდენენ ცესკოს თავმჯდომარის თუ წევრების არჩევის პროცესის და მეორე მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას,- ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში ცესკოს წევრების არჩევის პროცესზე ოპოზიციაც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეთანხმდნენ.

„ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი გახლავთ საარჩევნო რეფორმის შედეგად შეთანხმებული პროცედურა, რომელიც თითქმის სრული კონსენსუსით შეთანხმდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი პარტია და ორგანიზაცია ცდილობს ამ პროცესის დისკრედიტაციას და საბოლოო ჯამში, ისინი უნდობლობას უცხადებენ არა პროცესს ზოგადად, არამედ პირდაპირი მანდატის მქონე საქართველოს პრეზიდენტს, რაც მიუღებელია", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×