
პოლიციელებს ძალადობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ამხელენ. ბათუმში 7 პოლიციელს ძალადობაში ადანაშაულებენ. გიორგი არობელიძე და რატი რატიანი ამბობენ, რომ მათ პოლიციის განყოფილებაში სცემეს. შემთხვევა გასული წლის 17 დეკემბერს მოხდა, თუმცა პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება არ ჩატარებულა. არობელიძის თქმით, ისინი პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ მოხვდნენ, რაც პოლიციელების მიერ ძალადობის ფაქტს ქუჩაში შემთხვევით შეესწრნენ და გააპროტესტეს.
შევესწარით ჩხუბს, რაზეც პოლიცია მოვიდა და ჩემი აღქმით, ის ადამიანი წაიყვანა განყოფილებისკენ, რომელსაც არ ეკუთვნოდა. უგონოდ მთვრალ ადამიანს 5 თუ 7 თუ მეტი პოლციიელი უწყებს რტყმას,ეს ადამიანი დაასისხლიანეს. მეც გავხდი ამ პოლიციელების ამ ფიზიკური აგრესიის მსხვერპლი. გაშლილ ხელს მირტყამდნენ თავში, რაც ისეთ დაზიანებებს არ ტოვებს. კომუნიკაცია იყო წინასწარი დაკავების იზოლატორში, რამდენიმე პოლიციელმა მითხრა ხო იცი რა უნდა ილაპარაკო სასამართლოზე თორემ მოგვიწევს აქ დაბრუნება", - ამბობს გიორგი არობელიძე.
სავარაუდო მოძალადეები ამ დრომდე ბათუმის პოლიციის მე-4 განყოფილებაში მუშაობენ.