რეზონანსი
23.05.2022

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, 6 მაისს აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავები პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებდნენ და აქციის მონაწილეები უკანონოდ დააკავეს.

თავის მხრივ, მოსამართლემ მხარეებს განუცხადა, რომ სასამართლო პროცესზე შოუს მოწყობის საშუალებას არავის მისცემს.

დღევანდელ პროცესზე საქმის მოსამართლემ მხარეების შუამდგომლობები დააკმაყოფილა. მომდევნო პროცესი კი 3 ივნისს ჩანიშნა.

ცნობისთვის, 6 მაისს აჭარის მთავრობის სახლთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს, რომლებიც მოგვიანებით სამართალდამცავებმა დაშალეს. აღნიშნულს დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავებმა დაპირისპირებისას 24 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×