რეზონანსი
24.05.2022

თავისუფალი ცივილიზაციის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა დასავლეთის მიერ ვლადიმირ პუტინის ძალების დამარცხებაა - ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსი აცხადებს.

„[რუსეთის] შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი შეიძლება ყოფილიყო და ჩვენი ცივილიზაცია შეიძლება ვერ გადაურჩეს მას. ჩვენი ცივილიზაციის შენარჩუნების საუკეთესო და ალბათ ერთადერთი გზა პუტინის რაც შეიძლება მალე დამარცხებაა", - აღნიშნა სოროსმა.

ჯორჯ სოროსის აზრით, პუტინი ახლა მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებისთვის ემზადება.

„მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა მიუღწეველია, რადგან მისი [პუტინის] ნდობა შეუძლებელია. რაც უფრო სუსტდება პუტინი, მით უფრო არაპროგნოზირებადი ხდება", - განაცხადა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×