რეზონანსი
28.05.2022

სამხრეთ ნიგერიაში საეკლესიო საქველმოქმედო ღონისძიებაზე ჭყლეტის შედეგად, 31 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას CBS ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, დაღუპულთა შორის ორსული ქალი და რამდენიმე ბავშვია.

რივერსის შტატში, ეკლესიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ყოველწლიური საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში, საკვების უფასოდ მისაღებად ასობით ადამიანი მივიდა. ჭყლეტა სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ასეთი მოვლენები ხშირია ნიგერიაში, აფრიკის უღარიბესი ეკონომიკის ქვეყანაში, სადაც მთავრობის სტატისტიკით, 80 მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×