სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.02.2017

     საოკუპაციო ხაზთან მორიგი გატაცება მოხდა. რუსმა ე.წ მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ანაკლიის მცხოვრები, დავით ცერცვაძე გაიტაცეს. 35 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ოკუპანტებმა განმუხურში, ტყეში ნადირობის დროს გაიტაცეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებული ნადირობის დროს მარტო არ ყოფილა, თუმცა მისმა თანმხლებმა გაქცევა მოახერხა.

    ცერცვაძის ოჯახი აცხადებს, რომ ის გალის ე.წ იზოლატორში იმყოფება და მას სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter