სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.11.2017

     (რეზონანსი) „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა" ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება.

    „ვადასტურებ, რომ ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე განიხილება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთვის საპატივსაცემო არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მომიაზრა ამ პოზიციაზე. მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (პარლამენტს) თუ ფართო საზოგადოებას უფრო დეტალურად ვესაუბრო ჩემს ხედვებსა და მიზნებზე - შესაბამის ფორმატში", - წერს ნაცვლიშვილი ფეისბუქზე.

    ნაცვლიშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2014 წლიდან ხელმძღვანელობს.

    სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილი უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.

    ოფიციალურად კი პარლამენტში აღნიშნულ პოსტზე არცერთი კანდიდატურა არ დასახელებულა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter