სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.03.2018

     (რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

    ადვოკატები უზენაესი სასამართლოსგან მოითხოვენ, რომ სასამართლომ საქმე მიიღოს წარმოებაში, ამასთან, დაინიშნოს ზეპირი მოსმენა, რათა მხარეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცეთ.

    „სამწუხაროდ, მივედით იმ ეტაპზე, რომ ვასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში აღნიშნულ საქმეს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქმე მიიღოს წარმოებაში უზენაესმა სასამართლომ. ასევე ვითხოვთ დაინიშოს ზეპირი მოსმენა. ჩვენი მიზანია, რომ აღსრულდეს სამართალი. თუმცა ძალიან დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ უზენაესი სასამართლო ბოლომდე თავისუფალი იქნება", - განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

    ადვოკატების თქმით, იმ შემთხვევაში თუ უზენაესმა სამართლომ პირველი და მეორე ინსტანცის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, დაცვის მხარე ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved