სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.04.2018

     „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კოტე იოსელიანმა ტელეკომპანია „იბერიაში“ ყოფილ კოლეგაზე, ამჟამად „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიაზე ისაუბრა. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, დიდი ხნის განმავლობაში ბოკერიას ჰქონდა გეგმა, რომლის თანახმადაც, მას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ჩაგდება სურდა. ბოკერია „ნაციონალების“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ადგილის დაკავებასა და სადავეების ხელში აღებას ცდილობდა, რაც არ გამოვიდა, ამიტომ თავის გუნდთან ერთად სხვა სამოქმედო გეგმაზე გადავიდა.

    „გიგა ბოკერიას უნდოდა მთლიანად პარტიის ხელში ჩაგდება და ეს მას არ გამოუვიდა. მას უნდოდა თავისი ამომრჩევლებით, თავისი აქტივით, წევრებით თვითონ ყოფილიყო ამ ყველაფრის ბატონ-პატრონი. არ გამოუვიდა და გადავიდა, სამოქმედი გეგმა "ბ"-ზე. ეს სამოქმედო გეგმა იყო წინასწარ მომზადებული პარტია – „ევროპული საქართველო“. თვითონ თამარა ჩერგოლეიშვილი ამბობდა, რომ ემბრიონის მდგომარეობაში მყოფი პარტია ვართ და უნდა გავიზარდოთო. ეს ემბრიონი ჰქონდათ დარეზერვებული“, – განაცხადა იოსელიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved