სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.04.2018

     (რეზონანსი) ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც დაგვჭირდება სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

    მინისტრის განცხადებით, ტატუნაშვილის ორგანოზების გამოცემის საკითხე მუშაობენ.

    „რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემას, ამაზე ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს. ექსპერტიზა არის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი საგამოძიებო პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც დაგვჭირდება სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად. მათ შორისაა, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის კომპონენტიც", - განაცხადა გახარიამ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved