სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2018

     დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას ტაქსების პრობლემასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ქალაქში სრული ქაოსია.

    „როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი განცხადება გავაკეთე, ოპოზიციის მხრიდან იყო ძალიან დიდი კრიტიკა, რომ ჩვენ არასწორი მიმართულებით მივდივართ, რაშიც ნამდვილად არ ვეთანხმები. საზოგადოების მხრიდან იყო დიდი მხარდაჭერა და ინტერესი. დღეს ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში გვაქვს ქაოსი – ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით და არ დავუშვებთ. 

    ვიწყებთ ლიცენზირებას, რომ აღვრიცხოთ, თუ რა რაოდენობის ტაქსი გვყავს ქალაქში. არავინ იცის, არ

    არსებობს ამის სტატისტიკა, ვინ არიან ეს ადამიანები, რა წარსული აქვთ, არის თუ არა უსაფრთხო და ა.შ. ეს ყველაფერი აღრიცხული და ლიცენზირებული უნდა იყოს. შემდეგ აუცილებლად უნდა განისაზღვროს ტაქსის ფერი, ასევე, უნდა დადგინდეს ისიც, მარჯვენასაჭიან ავტომობილს ჰქონდეს თუ არა უფლება, ტაქსი იყოს. ძალიან ბევრი მიმართულებაა, რაზეც ვმუშაობთ და გარწმუნებთ, რომ ტაქსის პრობლემა ქალაქში ძალიან მალე მოგვარდება“, – აღნიშნა კალაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved