სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     დაზარალებულ ნათია ჩაგანავას ოჯახი დახმარებას ითხოვს. გოგონას მკურნალობის გასაგრძელებლად 34 000 ლარია საჭირო, რისი გადახდის შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული დევნილია, მას დევნილთა და განსახლების სამინისტრო ვერ დაეხმარა, ვინაიდან უწყებაში თავად დაზარალებულის მისვლას მოითხოვენ. ოჯახი დახმარებისთვის მადლობას უხდის ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მათ ამ დრომდე გვერდში ედგა.

    „თურქეთმა სამკურნალოდ მოითხოვა 54 200 დოლარი, 15 000 დოლარი კლინიკაში ყოფნის 10 დღის ფული გადავრიცხეთ, გვაქვს 5 000 დოლარი და გვჭირდება 34 000. ნათია არის ლტოლვილი. ლტოლვილთა სამინისტროში თქვეს, რომ ნათია არ ემთხვევა კრიტერიუმს და რომ უნდა მივიდეს სახელმწიფო უწყებაში და მოაწეროს ხელი. ერთადერთი დახმარება ჯანდაცვის სამინისტრომ გაგვიწია“, - განაცხადა "360 გრადუსში" დაზარალებული პაციენტის ბიძაშვილმა ფერიდე შელიამ.

    მიმდინარე წლის 10 აპრილს, 26 წლის ნათია ჩაგანავამ საკეისრო გაიკეთა, 11 აპრილს კი ის კომაში ჩავარდა. ოჯახი ექიმებს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს. აღნიშნულის თქმის საფუძველს თურქი სპეციალისტების დასკვნა აძლევთ.

    გოგონას დასახმარებლად გახსნილია ანგარიში: საქართველოს ბანკი: GE74BG0000000027501500 - მიმღები თამრიკო დადიანი თიბისი ბანკი GE83TB7834645061100048 მიმღები ჯემალ ჩხაიძე. დახმარების მსურველებს ასევე შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 558 60 61 85.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved