სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.05.2018

     ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მარიამ ქობულია მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით ნარკოლეგალიზაციის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. 

    „12 მაისის ღამეს, მას შემდეგ, რაც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თბილისის სხვადასხვა კლუბებში განხორციელდა სპეცოპერაცია, რისი საფუძველიც რამდენიმე გარდაცვლილი და ბევრი ნარკოტიკული ინტოკსიკაციის შემთხვევა გახდა. ჩვენი ორგანიზაცია გავიდა ამ კლუბებთან, რათა რეალურად ენახა, რა ხდებოდა. მინდა ავღნიშნო, რომ არცერთი დაზარალებული ან ნაცემი მოქალაქე ჩვენ არ გვინახავს და შემდგომაც ჩვენი ინფორმაციით, ასეთი სახის საჩივარი არც ერთ ორგანიზაციაში არ შესულა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სამართალდამცავებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს. 

    ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, დაჩქარებული წესით მოხდეს ქვეყნის ნარკოპოლიტიკის განსაზღვრა.

    ვემიჯნების აბსოლუტურად ყველა ნარკოტიკის ლეგალიზაციას და ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას, რათა არ დავუშვათ მომავალი თაობის დაღუპვა”, – აცხადებს ქობულია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved