სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2018

     "შენების მოძრაობის" ლიდერის დავით უსუფაშვილი თქმით, დღევანდელ ვითარებაში ქვეყნისთვის არის საჭირო, რომ მივიღოთ სტაბილური მთავრობა. სტაბილური მთავრობა კი ვერ გვეყოლება, თუ ბიძინა ივანიშვილი დარჩება პარტიის ხელმძღვანელად და გვეყოლება ვინმე სხვა პრემიერ-მინისტრი. 

    "ერთადერთი სწორი გზა, ერთადერთი სწორი ნაბიჯი რაც ივანიშვილს დარჩა შექმნილ ვითარებაში არის ის, რომ მან სრულად აიღოს პასუხისმგებლობა არა მარტო პარტიის მართვაზე, არამედ ქვეყნის მართვაზე, ანუ თავად გახდეს პრემიერ-მინისტრი. იკისროს ეს ტვირთი, ვინაიდან მას მისცა ხმა ამომრჩეველმა, სწორად თუ არასწორად 2016 წელს, მისგან ელოდა კონკრეტულ სწორ გადაწყვეტილებებს, სხვების მეშვეობით მან ეს ვერ მოახერხა, ამიტომ თავად უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved