რეზონანსი
26.08.2018

 ბულგარეთში ავარიის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებიდან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.

შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა. ტურისტული ავტობუსი ქალაქ სვოგედან ახლომდებარე მონასტერში მიემართებოდა, როდესაც 20 მეტრის სიმაღლის ხრამში გადავარდა. ავარიის დროს ოთხი მსუბუქი ავტომობილიც დაზიანდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტობუსში უცხოელი ტურისტები არ იმყოფებოდნენ.ტური ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მოეწყო.

ბულგარეთის ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით ორშაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )