სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.10.2018

     (რეზონანსი) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან გადადგა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამყრელიძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და ამჟამად მის მოვალეობას სოსო რამიშვილი ასრულებს, რომელიც ლევან გამყრელიძის მოადგილედ მუშაობდა.

    ლევან გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2017 წლის ივნისში, ფინანსთა სამინისტროში დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის დროს დაინიშნა. მანამდე კი მას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved