სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    04.12.2018

     (რეზონანსი) ნარკოტესტის გამოყენება, რომლითაც მძღოლის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ავტომანქანის მართვისას, ადგილზევე დადგინდება და ამისთვის მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ გახდება, 1-ელი აპრილიდან დაინერგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

    საუბარია საქართველოში სპეციალური ტესტის შემოტანაზე, რომელიც ვიზუალურად დაახლოებით, ალკოტესტის მსგავსია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ. პირის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დამდგენი ტესტების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით ქართული მხარე მოლაპარაკებებს ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანასთან აწარმოებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 30 ნოემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

    რამდენიმე კანონში განხორციელებული ცვლილებებით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა.

    სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (20)
    ჩაწერა სახელი
    საბა   (23.02.2019)
    თქვენა და რომ არ მოგწონთ ეს რეგულაცია მოწეულზე საჭესთან რომ არ დაენაწყლოთ და სხვა საშუალებით გადაადგილდეთ არ გინდათ? თუ მაინცადამაინც GTA -ში უნდა გეგონოთ თავი სრული სიამოვნებისთვის?! წავენაწყლოთ სახლში ტაქსით ბლიად!

    me   (23.02.2019)
    vinc es daamtkica mou...n patroni visac mowovs imatac

    Beqa   (23.02.2019)
    Visac traki ar aqvs mowevis da mere sachis martvis, tundac gamouval mdgomareobashi, mashin agar unda ixtunaon asetma momxmareblebma.. Zogs marixuana uyvars da zogs paxlava, visi ra saqmea, yvelam tavis tavs mixedos da yqvens dzmebs da megobrebs ro gaaqaneben srokze amas mere mixvdebit..

    Ha ha ha   (22.02.2019)
    Meti salaparako ar gaqvt xalxi mshieria sul gagijdit cota xanshic kamerebs dagiyeneben tualetshi

    ნინი.   (22.02.2019)
    ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა არა მარტო მძღოლები არამედ ნებისმიერი მომხმარებელი უნდა დაისაჯოს მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკია,მაგრამ მაინც ნარკტიკია,რომელიც გარკვეულ ცვლილების იწვევს ადამიანის ფსიქიკაზე.

    Irakli   (22.02.2019)
    :))

    მე   (22.02.2019)
    ისე პროგრამაზე ვინც ზის ისეც უნდა ისჯებოდეს თუ საჭესთან ზის

    яяяя   (22.02.2019)
    ძალიანაც კარგი, დიახ არ უნდა დაჯდეს საჭესთან მძღოლი არანაირი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, დაღუპეს ამდენი ოჯახები, ისე გატუტუცდნენ ზოგიერთები საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭესტანაც დაბოლილია, პოტენციური მკვლელია ყველა ასეთი მძღოლი!!!

    ირმა   (22.02.2019)
    აი ზუსტადაც რა დაბოლილი და რა ნასვამი ეს ავარიები ნეტა მაინც რატო ხდება დაბოლილები რო არიან და ვერ ხვდებიან სიჩქარეს და ვერ ხედავენ ერთმანეთს,ზუსტადაც კაია ციხე ისწავლიან ჭკუას

    k x t i   (08.12.2018)
    Dasacherebi xart kvela maga kanonis mihebistvis

    k x t i   (08.12.2018)
    Dasacherebi xart kvela maga kanonis mihebistvis

    Natalia   (07.12.2018)
    მიხარია ეს კანონი იმედია მალე საერთოდ მოწევას ალრძალავთ

    კახა   (05.12.2018)
    რა სისულელეა იყოს ლიშენია. შეიძლება მოწიოს ადამიანმა და გამოუალი სიტვაცია ქონდეს და მოუწიოს საჭესთან დაჯდომა ამის გამო ციხეში უნდა გაუშვათ და დაუნგრიოთ მთელი ცხოვრება ?? რის გამო ??

    Gio   (05.12.2018)
    👍👍👍👍

    qesh)   (05.12.2018)
    ტაშხოშა plans gaachnia, laits tu mowev atareb chveulebrivad, momentebshi daje ufro kargad... magram kai plani gakvt moweuli ? vinc idzaxit rom bevrad saimedoa dabolili mdgoli? albat ara radgan magas idazaxit. truxaze ar makvs saubari ra. kai plani moweit da mere naxavt shedzlebt tu ara martot mankana. rac sheexeba alkogoltan mashin igive kanoni unda iyos magari dabolili da magari mtvrali didad ar gansaxvdeba ertmantisgan.mtvralic minaxavs gatishuli da dabolilic minaxavs enas ro ylpapavs da ravici yvela variantshi mogityant kanoni :D da mogityant vinc xart mtavrobashi tqvenze mainc eg kanoni ar imokmdebes, bozebs yoveltvis mag mxirv privilegi aqvt

    ტაშხოშა   (05.12.2018)
    დაბოლილი მძღოლი ბევრად საიმედოა ვიდრე ნასვამი, ამიტომ სანქციებიც შესაბამისი უნდა იყოს

    მაია   (05.12.2018)
    ძააან მაგარი კანონიაააა👍👍👍

    პეტრე კ.   (05.12.2018)
    ალკოჰოლთან გაიგივებული რატომ არ არის ვერ ვხვდები?!

    ლადო   (05.12.2018)
    და ალკოჰოლზე რატომ არ არის სისხლის სამართლის საქმე? თუ უკეთესად დაყავთ?

    მიხეილი   (04.12.2018)
    მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლისთვის ციხე ცოტა ზედმეტი ხომ არარის?.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved