სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    06.12.2018

     (რეზონანსი) პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის და მისი მეგობრის, გიორგი რაზმაძის დაკავება, წარსულში რაზმაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება.

    24 გიორგი რაზმაძე გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, რადგან მას ბრალი დაუსწრებლად ჰქონდა წარდგენილი. საქმე ეხება მიმდინარე წელს ჩადენილ ორ დანაშაულს. ერთ შემთხვევაში გიორგი რაზმაძეს ბრალი ადამიანის დაჭრაში ედება, მეორე შემთხვევაში კი - პირის ცემაში.

    საბოლოო ჯამში, გიორგი რაზმაძის მიმართ 2 დანაშაული გაერთიანდა და მის წინააღმდეგ გამოძიება სამი მუხლით წარმოებს.

    კერძოდ: მამაკაცის დაჭრისთვის საქმე 117-ე მუხლით იყო აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მეორე შემთხვევაში რაზმაძემ მამაკაცი ცემა, ამ შემთხვევაში გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულს 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვაალისწინებულ დანასაულსაც ედავება, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას გულისხმობს.

    სპეცოპერაცია ამაშუკელის ქუჩაზე გვიან ღამით ჩატარდა. როგორც გაირკვა აღნიშნული ბიძა პრეზიდენტის სიძეს ნაქირავები ჰქონდა.

    რაც შეეხება პრეზიდენტის სიძეს, მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved