სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2018

     (რეზონანსი) "სასიკეთო ტრენდი, რომელიც ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირდა, უახლოეს პერიოდში ქართულ ბაზარზეც აისახება", - ეს განცხადება "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ "საქმის კურსის" ეთერში გააკეთა.

    მისი თქმით, ფასის კლება გარდაუვალია და ეს პროცესი თანმიმდევრულად მოხდება.

    ვასილ ხორავას ინფორმაციით, პირველადი ცვლილებები ფასებმა უკვე განიცადა, 2-5 თეთრის ფარგლებში, თუმცა დღეს არსებული სიტუაცია უფრო მეტს მოითხოვს.

    ცნობისთვის, საწვავზე ფასების მოსალოდნელი კლების შესახებ, ნავთობიმპორტიორთა კავშირმაც განაცხადა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved