რეზონანსი
01.02.2019

 (რეზონანსი) "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას არავის არ აპატიებს და მისივე სიტყვებით "გადაამტვრევს თავზე საარჩევნო ყუთს მას, ვინც გაყალბებას შეეცდება".

"2020 წელს, როგორც კი გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი, რომ ისე დაწეროს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, როგორც ეს გააკეთეთ ბატონო ბიძინა 2016 წელს, როდესაც მივიღეთ 15 პროცენტი და დამიწერეთ 4.

როგორც კი თქვენ გადაწყვეტთ, რომ ისე დაალაგოთ პარლამენტი, ვიცი რომ ლაპარაკი მიდის 7-8 სატელიტი პარტიის შეყვანაზე და ფიქრობთ, რომელი პარტიები დაამატოთ თქვენს სატელიტებს, რომ ისინი შეიყვანოთ, ამას მოჰყვება რევოლუცია, დესტაბილიზაცია და ეს ძალიან ცუდად დამთავრდება სამწუხაროდ ქვეყნისთვისაც და ძალიან ცუდად დამთავრდება თქვენთვის.

ხომ არასდროს არ მითქვამს ეს? გადავამტვრევ თავზე ნებისმიერს იმ საარჩევნო ყუთს, რომელსაც გააყალბებენ. პირადად მე არ გადავამტვრევ, მაგრამ ნამდვილად მყავს პარტიაში ისეთი ადამიანები, რომლებიც ნინო ბურჯანაძეს არ გაუშვებენ ყუთების სამტვრევად "- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "კავკასიის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×