სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.02.2019

     (რეზონანსი) პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის პირ­ვე­ლად ატ­ვირ­თვა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რის, დი­მიტ­რი ან­დრე­ე­ვის ძმა, რომა ან­დრე­ე­ვი აცხა­დებს, რომ მისი ძმა ავან­ტი­უ­რის­ტია და ივა­ნიშ­ვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ფერს იგო­ნებს, ხოლო ქარ­თუ­ლი წერა-კი­თხვის არ­ცოდ­ნის გამო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გრა­მა­ტი­კუ­ლად და და­ლა­გე­ბუ­ლად ვერ და­წერ­და.

    "„მის­გან ყვე­ლა­ფერს ვე­ლო­დი, ფან­ტა­ზი­ო­რია, მაგ­რამ რაც მო­ვის­მი­ნე, იმ სი­ბინ­ძუ­რეს - არა. კაცი მოკ­ლა სომ­ხეთ­ში და რა შუ­ა­ში არი­ან ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი? მა­კან­კა­ლებ­და, ამ სი­ბინ­ძუ­რეს რომ ვუს­მენ­დი. ემ­ზარ ივა­ნიშ­ვი­ლი ჩემი მე­ზო­ბე­ლია. კარ­გის მეტი ამ ოჯა­ხის­გან არა­ფე­რი მახ­სოვს. ბა­ბუ­ა­ჩე­მი მათ­თან მე­გობ­რობ­და. ბა­ბუა ლომ­თა­თი­ძეა­ (დი­მიტ­რი ან­დრე­ე­ვი facebook-ში სწო­რედ ამი­ტო­მაც არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ლომ­თა­თი­ძის გვა­რით. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელს, რო­გორც მისი ძმა ამ­ბობს, ბავ­შვო­ბი­დან ბუ­ბას ეძახ­დნენ. - ავტ.), ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი და ბა­ბუ­ას ოჯა­ხი ერთი კუ­თხი­დან იყ­ვნენ. დღემ­დე ვმე­გობ­რობ ემ­ზარ­თან, ურეკ­ში ჩვე­ნი სახ­ლე­ბი გვერ­დიგ­ვერდ დგას, თით­ქმის ყო­ველ­დღე ვხე­დავ. როცა ოთხი წლის წინ ბა­ბუა გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა, ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს ოჯა­ხი დაგ­ვიდ­გა გვერ­დით. არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი ბუ­ბას ემ­ზარ­თან არ ჰქო­ნია, მაგ­რამ არც ძმა­კა­ცე­ბი ყო­ფი­ლან. წლე­ბია, ჩემს ძმას ემ­ზა­რი არ უნა­ხავს. ურე­კი­დან იძუ­ლე­ბით წა­ვე­დიო, რომ ამ­ბობს, ტყუ­ი­ლია! მას სა­ზღვარ­გა­რეთ უნდა წას­ვლა.

    ავან­ტი­უ­რის­ტია ჩემი ძმა და ყვე­ლა­ფერს იგო­ნებს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო მის ხელ­ში ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, არ ვიცი. არა­სო­დეს არ­ჩევ­ნებ­ზეც კი არ წა­სუ­ლა, აპო­ლი­ტი­კუ­რი იყო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვი­ღაც იყე­ნებს, მის ზურგს უკან ვი­ღაც დგას. და­ნამ­დვი­ლე­ბით გე­ტყვით, რომ მის facebook-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ტექ­სტი ჩემი ძმის და­წე­რი­ლი არ არის. ჩვენ რუ­სუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა გვაქვს, მარ­თვის მოწ­მო­ბაც კი რუ­სუ­ლად ავი­ღეთ. ლა­პა­რა­კი და წერა-კი­თხვა კი ვი­ცით ქარ­თუ­ლად, მაგ­რამ ასე გრა­მა­ტი­კუ­ლად და და­ლა­გე­ბუ­ლად ჩემი ძმა ვერ და­წერ­და, გა­მო­რი­ცხუ­ლია! ამა­ზე თავს დავ­დებ! არ ვიცი, რის­თვის უნ­დო­და ეს სპექ­ტაკ­ლი, ან რა­ტომ და­მა­ლა ნამ­დვი­ლი ვი­ნა­ო­ბა. იქ­ნებ ვინ­მე დაჰ­პირ­და, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლა­ში და­გეხ­მა­რე­ბიო", - განაცხადა რომა ანდრეევმა "კვირის პალიტრასთან".

     

    "კვირის პალიტრა"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×