სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.02.2019

     (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ საქმის მთავარმა მოწმემ მიხეილ კალანდიამ ჩვენება კიდევ ერთხელ შეცვალა.

    "გამორიცხულია ობიექტურმა პირმა ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინოს. საქმე არ არის სწორად გამოძიებული და ბევრი რამ არის გაფუჭებული. მოწმემ, რომელიც არ არის დამაჯერებელი, 3-ჯერ შეიყვანა სასამართლო შეცდომაში და განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო ორგანოს. დღესაც დაიკითხა და შეცვალა მისი ჩვენება. მე მესმის, რომ ძალიან ძნელია ამ ეტაპზე ამ საქმის გამოსწორება",- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

    ადვოკატის თქმით, ყველა არსებულ ჩვენებაში კალანდია აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოებებზე საუბრობს. დაცვის მხარე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი ჩვენება არ უნდა გაიზიაროს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×