სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2019

     (რეზონანსი) სკოლის მოსწავლეების 48%-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის" დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მათ მიერ ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა.

    მისი თქმით, კვლევა თბილისის სხვადასხვა უბნის 10 სკოლაში ჩატარდა და შედეგები საკმაოდ მძიმეა.

    „გამოიკითხა 500 მოსწავლე, საიდანაც 55% ბიჭია, ხოლო 49% გოგო. გამოკითხული იყვნენ სკოლის მოსწავლეები მე-9-დან მე-12-ე კლასების ჩათვლით(ასაკობრივი ჯგუფი 14-დან 18 წლამდე). შედეგად, გამოკითხული მოზარდების 49% აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან(14-იდან 18 წლის ჩათვლით). სტატისტიკას მნიშვნელოვნად ამძიმებს ის ფაქტი, რომ აშკარად იკვეთება მოთამაშე მოზარდების პროცენტული მაჩვენებლის ზრდა ასაკის მატებასთან ერთად. თუ გამოვიკვლევთ ასაკობრივ ჯგუფს 15-დან 18 წლის ჩათვლით, მოზარდების სტატისტიკა მნიშვნელოვნად იზრდება და შეადგენს 59%. რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, კვლევის მიხედვით გამოკითხული ბიჭების 56%-ს, ხოლო გოგონების 44%-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან, - განაცხადა გუგა ბესელიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×