სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.04.2019

     (რეზონანსი) "და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა ანას ტი­რი­ლით და­უ­რე­კა და სთხო­ვა, შე­ე­წყვი­ტა სა­სა­მარ­თლო დავა" - ამის შე­სა­ხებ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ად­ვო­კატ­მა, ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

    რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, და­ვით მუხ­რა­ნე­ლი ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა გზით ცდი­ლობს ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­კი სა­სა­მარ­თლო და­ვის შე­წყვე­ტა­ზე და­ი­თან­ხმოს, მათ შო­რის, თა­ვის შე­ცო­დე­ბის, ფუ­ლით მოს­ყიდ­ვი­სა და მუ­ქა­რის გზით.

    ად­ვო­კა­ტის თქმით, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკს 90 000 ლარ­ზე მეტს სთა­ვა­ზობს.„ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­ტო­ნი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს სხვა­დას­ხვა ფორ­მით დაგ­ვი­ყო­ლი­ოს, რომ დავა შევ­წყვი­ტოთ და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, საქ­მის გა­ნუ­ხილ­ვე­ლად და­ტო­ვე­ბა­ზე, არ გა­ვა­სა­ჩივ­როთ.

    აღ­ნიშ­ნულს და­ვი­თი სხვა­დას­ხვა მე­თო­დით და სხვა­დას­ხვა სტრა­ტე­გი­ით ახ­დენს. თავ­და­პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა თა­ვის შე­ცო­დე­ბის სტრა­ტე­გი­ით იყო, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მის­ვლამ­დე, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა ანას ტი­რი­ლით და­უ­რე­კა და სთხო­ვა შე­ე­წყვი­ტა დავა. თუმ­ცა, და­ი­ნა­ხა, რომ ამან არ იმუ­შა­ვა, რად­გან ანამ პრო­ცე­სი გა­ნაგ­რძო. მისი შემ­დგო­მი მცდე­ლო­ბა იყო თან­ხის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იმის­თვის, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა არ მომ­ხდა­რი­ყო.

     

     

    "ამბები.ჯი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×