სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.04.2019

     საუდის არაბეთიდან თბილისში გამოქცეული დები ამბობენ, რომ ახლობლებისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს. ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი მაჰა და ვაფა ყვებიან, რომ მათ კისრების მოჭრით ემუქრებიან.

    „სახლიდან გაქცევა პირველად ხუთი წლის წინ ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა, ყველაფერი ვერ გავთვალეთ, - ამბობენ საუდელი დები, რომლებიც ამჟამად სპეციალურ თავშესაფარში იმყოფებიან და აქვთ შიში, რომ შესაძლოა ახლობლებმა საქართველოშიც იპოვონ, ამიტომ მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში ითხოვენ წასვლას.

    რაც შეეხება მუქარის შემცველ შეტყობინებებს, რომელიც მათ სოციალურ ქსელში მიიღეს:

    „ალაჰის ნებით, თქვენი ბოლო კისრების მოჭრა იქნება, რადგან თქვენ ხართ სირცხვილი მთელი საზოგადოების. იცით, რომ დედათქვენი საავადმყოფოშია და სავარაუდოდ მოკვდება. ჰიპნოთერაპიული ზედამხედველობის ქვეშაა. იცით ძუკნებო?

    „მუჰამედი შენს კისერს მომცემს ალაჰის ნებით. აი ნახავთ, მე ჩემს სიტყვაზე ვრჩები და გაგახსენებ სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (22.04.2019)
    როგორც ჩანს,ამ გოგოების მიზანია ბრიტანეთში,აშშ-ში ან სხვა ქვეყანაში წასვლა და ცხოვრება,დევნა არა ტოლმა.საქართველოს იყენებენ,როგორც სატრანზიტო ქვეყანას.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×