სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.05.2019

     (რეზონანსი) თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია შეზღუდვა ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე.

    „ვაკეში რამდენიმე ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება, ხოლო ცალკეულ მონაკვეთებში არსებული ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება. პირველ ეტაპზე, ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება: კეკელიძის, პეტრიაშვილის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მონაკვეთებზე. ასევე, ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება: არაყიშვილის ქუჩის, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთზე, აბაშიძის ქუჩაზე არაყიშვილიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით და ბარნოვის ქუჩა, მრგვალი ბაღიდან პეტრიაშვილის ქუჩამდე.

    საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად, დიდი ტევადობის ავტობუსები N9, N21, N51 და N88 გმირთა მოედნიდან ვაკის მიმართულებით საბურთალოს გავლით იმოძრავებენ. გარდა ამისა, დროებით დამოკლდება N61, N87 და N140 ავტობუსების მარშრუტები. ხოლო, N34 და N59 ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭავჭავაძის გამზირთან დასაკავშირებლად კეკელიძის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩებს გაივლიან", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved