სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.05.2019

     „თუ ისინი გამოაცხადებენ „ქართული ოცნების“ პირველ ტურში გამარჯვებას მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს“ - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა. სანდრა რულოვსის თქმით, ის პირველივე ტურში უპირობოდ იმარჯვებს.

    არ შევეგუები, „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში გამარჯვება გამოაცხადოს, რადგან ეს არ შეესაბამება სიმართლეს, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა. სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად სოფელ-სოფელ ივლის, როგორც ზვიად გამსახურდია.

    "მთელ საქართველოში, სოფელ-სოფელ ვივლი, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა რეფერენდუმის დროს, მე მზად ვარ. ​თქვენ კიდევ არ მიცნობთ, ვინც მიცნობს, იცის, რომ არ ვხუმრობ. მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტეტს“, – განაცხადა რულოვსმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    ?//////   (20.05.2019)
    gausvit es qali saqartvelodan, ukve dzalian gauvida tavs

    sos!   (20.05.2019)
    ლინდაააა სად ხარ უშველე

    კოტე   (20.05.2019)
    როგორ ბედავს ეს ქალი ასეთი მუქარების წარმოთქმას?ვისთან საუბრობა ასე და ისინი არაფერს ეუბნებიან საკვირველია.ქ-ნო შენ მეგრელებს ვერ დააჩმორებ ეს იცოდე.აიღე მაგალითი ქ-ნ ნინო ბურჯანაძედან,ის ღვაწლმოსილი პოლიტიკოსია და მას არ გაუკეთებია ასეთი განცხადებები და შენ რატომ აძლევ შენს თავს უფლებას?ვისი იმედი გაქვს? ფაროსანაც რომ ამ არჩევნების დროს გაგახსენდა-სასაცილოდ ნუ ჩაიგდე თავი,მიხედე შენს შვილებს,დედ-მამას,ქმარზე რა გითხრა,შენთვის ვინ არის იგი ვერ გამიგია.გამოიყვანე სანატორიუმში ჩაბარებული დედა და შენ თვითონ მოუარე თუ შვილი გქვია.

    SOS   (20.05.2019)
    ცოლ-ქმარი მუქარაზე გადავიდაააა.კანონით მათ დასასვენებელ სახლში ელით გამწესება,არავითარი კოჰაბიტაცია,საკმარისია.

    გალელი   (20.05.2019)
    ვაიმე ვინაა ეს უცხოპლანეტიანელი,არ შეადარა თავი ზვიადს,ვინა ხარ შენ რომ არეულობა გინდა საქართველოში?ჰოლანდიისკენ გზა გახსნილი გაქვს და რაც გინდა როგორც გინდა ისე მოიქეცი,საქართველოს და მის რეგიონებს დაანებე თავი.თუ უნდოდა ხალხს მოგცემდათ ხმას,მაგრამ არ თქვა ეხლა გაყალბდაო.მოგების შემთხვევაში რას იტყოდი?დაწყნარდი,შენ არავითარი ღვაწლი არ მიგიძღვის საქართველოს და კერძოდ სამეგრელოს წინაშე,მოსახლეობას შენი ვალი არა აქვს და ბ-ნ ზვიადის სახელს ნუ იყენებ,ამის უფლება არა გაქვს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved