სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.05.2019

     (რეზონანსი) შეუძლებელია, ის არ დაბრუნდეს საქართველოში და სრულფასოვნად არ ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში დაწერა.

    „რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს: ის არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი და ყველა დროის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი (ზვიად გამსახურდია მაინც უფრო ეროვნული მოღვაწე იყო, როგორც ილია, და ქვეყნისთვისთვის თავისუფლების მომტანი).

    ამავდროულად, დღესაც, ის არის ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი და პოლიტიკური იდეების მთავარი (თუ ერთადერთი არა) გენერატორი. შეუძლებელია, ის არ დაბრუნდეს საქართველოში და სრულფასოვნად არ ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის არ არის ბელადი, რაც არ უნდა ეცადნონ მისგან ამის ძერწვას გინდა ივანიშვილი, გინდა ჩემი მეგობარი ქვეყნის პატრიოტებიც კი, რომელბსაც ის სწორედ ამ ბელადობის გამო არ მოწონთ.

    ის არ არის ბელადი, მაგრამ მისგან ბელადს აკეთებს ორი ძალა: მისი მტერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოყვარე მიშისტ-სექტანტები, რომლებიც მას, როგორც ჰიპერთანამედროვე დასავლელ ლიდერს კი არ მიყვებიან, არამედ, როგორც სექტის ხელმძღვანელს ან, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დასაქმების და თანამდებობის დაკავების მოსურნეები.

    ხოდა, მეგობრებო, მე, ნიკა გვარამიას, ნამდვილად არ მსურს იმ სექტანტების და კარიერისტების ხელისუფლებაში მოსვლა, ვისაც „რუსთავი2" მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სურთ, ხოლო საკუთარი თავისთვის რეალტივიზე ოცნებობენ. ვისაც კრიტიკა ივანიშვილის დასამარცხებლად აღაფრთოვანებს, ხოლო საკუთარი თავისთვის „რუსთავი2" ტელე-ნაძეჟდად წარმოუდგენიათ, რომელიც მხოლოდ დითირამბებს უმღერებს და ზუგდიდის მოსახლეობის გამოკითხვაშიც კი, მათზე ნეგატიური მოსაზრების მოსმენაზე, ისტერიკა ემართებათ.

    მე, ნიკა გვარამია, არასდროს შევუწყობ ხელს მათ ხელისუფლებაში მოსვლას. რეალტივიელი სექტანტების და მლიქვნელი ყველაფერზე თავისმქნეველი კარიერისტების ადგილი თანამედროვე საქართველოს ხელისუფლებაში არ არის. ეს რეგრესული ხალხი ვერ მოიტანს პროგრესს. მათთან არასდროს არ მივა არც ერთი ახალი და საინტერესო პროფესიონალი. ეს კარიერისტები და ბრმადმორწმუნეები ვერასდროს ვერ გაამარჯვებინებენ იგივე მიხეილ სააკაშვილს და მუდმივად ამყოფებენ მას საკუთარი ბრმა მსახურების მძევლობაში.

    მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის და არა ბელადი მიშასთვის. იმიტომ რომ, მათ შორის, მისთვის ბრძოლაზე გადის თანამედროვე, დასავლური, დემოკრატიული და წარმატებული საქართველოსთვის ბრძოლის ხაზი", - აცხადებს გვარამია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (20.05.2019)
    რას მოვესწარით, ნიკა გვარამია-ნიკა მელიას კარიერისტს და სექტანტს ეძახის. თვით ვინ არის? სააკაშვილის ერთგული ჯარისკაცი ყველანაირ ბინძურ ქმედებასა და გამოთქმებში? სააკაშვილი კი არა-სამშობლო დაიყენე ხატად, გვარამიავ და იმის მიხედვით იმოქმედე. სააკაშვილმა დე-იურედ გამოაცხადებინა 2 ჩვენი რეგიონი და უომრად ჩააბარა მტერს კოდორი და ახალგორი.მისი გაფეტიშება რა სიკეთეს მოგიტანს?

    ნეიტრალური   (20.05.2019)
    მელიას ურტყამ? ვერ მოერევი-ენითაც და ძალითაც,შენგან განსხვავებით ის დაცვით არ დადის თავის ქალაქში,შენ კი დადიხარ,რისი გეშინია ნიკა?

    sos!   (20.05.2019)
    პასუხი უნდა აგო შენს მოქმედებებზე ზუგდიდში


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved