სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.05.2019

     (რეზონანსი) „ჩვენი მოთხოვნა ყველამ კარგად იცის და ბოლომდე გავიტანთ ჩვენსას, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მოთხოვნებს. ველოდებით პასუხებს მთავრობიდან, ჩვენ არ შევჩერდებით," - აცხადებს ჭიათურ მანგანუმის გაფიცული თანამშრომელი.

    მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში უკვე მერვე დღეა გრძელდება. რამდენიმე მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მაღაროელები ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესება ითხოვენ.

    რაც შეეხება მოშიმშილეებს, ექიმების ინფორმაციით, მათი ზოგადი სისუსტე აღენიშნებათ.

    „მე მივმართე მთავრობას, თუ უყვარს თავისი ერი, თუ უყვარს თავის ხალხი, მიხედონ ხალხს. ადრეც მივმართე მე ბატონ ბიძინას და ახლაც მივმართავ, გაიხსენოს თავის ბავშვობა, თავისი წარსული და მერე მიხვდება რა დღეშია, ეს ხალხი. თუ მთავრობა ყურადღებას არ მოგვაქცევს, აქ მოხდება რაღაც სასწაული და თუ არ უნდათ ჭიათურელების სისხლი აქ დაიღვაროს, მოხდეს მოუხდენელი, დროულად მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილება და მიხედოს ამ მაღაროელებს," - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×